ივანდიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაზიანებული წიგნები აღადგინეს
13-04-2023

გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, ხელოვნების მასწავლებელმა - ია ტერელაძემ, მეშვიდეკლასელებს კომპლექსური დავალება - „ხელნაკეთი წიგნის შექმნა“, შესთავაზა. დავალების მიზანი ადამიანის ცხოვრებაში, უძველესი დროიდან დღემდე, წიგნის როლის მნიშვნელობის გაცნობიერება იყო. 

კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მათ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - ნატო ჭავჭანიძემ, სამუშაოდ, თბილი და მყუდრო გარემო შეუქმნა. ერთობლივად შეარჩიეს დაზიანებული წიგნები და მოსწავლეებმა, რომლებიც წინასწარ აღჭურვილი იყვნენ საჭირო მასალებით, წიგნების აღდგენაზე გულმოდგინეთ იმუშავეს.

„ერთ-ერთი ეგვიპტური წყარო, რომლის მიხედვითაც „ადამიანი კვდება და მისი სხეული ფერფლად იქცევა, მაგრამ წიგნი, რომელსაც მკითხველი კითხულობს, მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებს მას. წიგნი მძლავრ ციხესიმაგრესაც სჯობს და ტაძარში მდგარ სულის მოსახსენიებელ სტელასაც.....“
მოცემული აქტივობის მთავარი მიზანიც მიღწეულია, ბიბლიოთეკის წიგნების თაროებს რამდენიმე განახლებული და ახალსიცოცხლეშეძენილი წიგნი დაამშვენებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203