სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამარ სურგულაძე და თამარ პაპუაშვილი საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
13-04-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი კონკურსში - „მოაზროვნე“ მონაწილეობდნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერდ გაატარეს. 

კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის მე-11 კლასის მოსწავლეები თამარ სურგულაძე და თამარ პაპუაშვილი ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრმა დააჯილდოვა. 

„ჩვენი სკოლა კიდე უფრო მეტ წარმატებებებს უსურვებს ბავშვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203