შუაფარცხმის საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე პროექტი -  „რელიგია ჩემი მრწამსია“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო განსხვავებული აღმსარებლობის მოსწავლეების, ერთიანი მორალური პრინციპების გაერთიანება და გათავისება.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ორი აღმსარებლობის მოსწავლეები სწავლობენ. ბავშვები ორივე რელიგიას დიდ პატივს სცემენ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები წლებია მეგობრული და ტოლერანტული ურთიერთობით მოდიან. გამომდინარე იქედან, რომ ორივე რელიგიის უდიდესი დღესასწაულები გაზაფხულზეა, მნიშვნელოვანი თარიღები მოსწავლეებმა ერთობლივად აღნიშნეს. 

„ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ვართ მეგობრულები, გვიყვარს ერთმანეთი და მეგობრულად შეგვიძლია თანაცხოვრება“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203