
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - მაჰილა საფაროვამ მე-7 კლასში პროექტი - „დედამიწის მოძრაობა ღერძის ირგვლივ და დროის სხვაობები“ განახორციელა. პროექტში სკოლის ორი სხვა მასწავლებელიც მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და შეძენილი ცოდნა და უნარები გამოიყენეს რეალური პრობლემის გადასაჭრელად.
მათ შეძლეს გამოეთქვათ აზრი იმ პროექტზე, რომელზეც მუშაობდნენ და იმსჯელეს პრობლემის გარშემო.
„პროექტით სწავლებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და გაზარდა მათი პასუხისმგებლობა.შედეგად მათ მოახერხეს პრობლემის გადაჭრა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: