„საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“- წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა პროექტი
წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს მართავენ. ამჯერად კი, მე-10 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში და სამოქალაქო განათლებაში განხორციელებული პროექტის - „საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“ პრეზენტაცია წარუდგინეს.
მოსწავლეები აღნიშნული პროექტის შემდეგ სამ თემაზე ჯგუფებად მუშაობდნენ:
- ჩემი რეგიონის/ქალაქის/სოფლის კულტურული მემკვიდრეობა;
- რეგიონში/ქალაქში/სოფელში მოღვაწე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლები და ხალხური რეწვის ტრადიციული დარგების ოსტატები;
- ჩემი რეგიონის/ქალაქის/სოფლის მუზეუმები და მათი პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კულტურული მემკვიდრეობის შერჩეულ ძეგლებზე ინფორმაცია საისტორიო და სახელოვნებათმცოდნეო წყაროებში მოიძეს, დაამუშავეს. გარდა ამისა, შემდეგი საველე სამუშაო ჩაატარეს - ძეგლების მოინახულეს, აღწერეს, ჩანახატები გააკეთეს, ფოტოები და ვიდეო მასალა გადაიღეს.
მათ არსებული ინფორმაცია გაანალიზეს და ხელოვნების წარმომადგენლებსა და ოსტატებს შეხვდნენ, ინტერვიუ ჩაწერეს. მოსწავლეებმა კონკრეტული ძეგლები/არტეფაქტები/ექსპონატები ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის განმავლობაში შექმნილი პროდუქტები - ორენოვანი ფლაერები, გიდიის ტექსტები, ბუკლეტები, მარშუტები, პრეზენტაციები წარადგინეს. მათი ნამუშევარი შეგიძლით ბმულებზე იხილოთ -
ბმული 1,
ბმული 2,
ბმული 3.
გარდა ამისა, შექმნეს
ბლოგი, რომელზეც სკოლაში მიმდინარე და მომავალ წლებში განხორცილებული პროეტები აიტვირთება.
პროექტის ორგანიზატორი მასწავლებლები - ნინო ცარციძე, კახაბერ მაჭარაშვილი და მე-10 კლასის დამრიგებელი თეონა ღუღუნიშვილი იყვნენ. ის სკოლის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: