ლედგებეს საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
13-04-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა. 

ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - პედაგოგ ფატი ბაღდავაძისა და ქართულის მასწავლებლის - მზევინარ სიორდიას ხელმძღვანელობით, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს. 

„ნათელი და და გაბრწყინებულ საქართველოში გეცხოვროთ.... და როგორც ღმერთი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!...“ - აღნიშნული ფრაზებით მიმართეს პედაგოგებმა მოსწავლეებს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203