
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება თუ პროექტი ეწყობა.
ამჯერად, მე-6ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მერი სართანიას ხელმძღვანელობით, გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობის მიზნით, რამდენიმე საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
მოზარდები, 7 აპრილს, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და პროექტ-აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს სახლ-მუზეუმის ეზო-პარკის შენარჩუნებასა და განახლებას. ისინი აგრეთვე, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს გაეცნენ.
ბავშვებმა, მოძიებული მასალები და მოპოვებული ინფორმაცია ინტეგრირებულ გაკვეთილზე საინტერესოდ წარადგინეს.
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მერი სართანიას, მათემატიკის მასწავლებლის - რევაზ ზაქარაშვილის და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის - ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: