„ლაზარეს ენა“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადე შემეცნებითი პროექტით გაიაზრეს
13-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობს.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული როგორიც დედაენის დღეა,
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში VIIა კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს შემეცნებითი პროექტი - „ლაზარეს ენა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ცირა კუბლაშვილი. ღონისძიების რეჟისორი კი ლალი კუბლაშვილი გახლდათ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ ქართული ანბანის სიდიადე, რატომ უწოდებს იოანე ზოსიმე ქართულს -„ლაზარეს ენას“, რა საიდუმლოს ინახავს ქართული ენა და რა ქარტეხილი გამოიარა დღემდე.
„მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორიც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი (კ. გამსახურდია). შემეცნებით პროექტს ამ დღეს სხვადასხვა თაობის მაყურებელი ჰყავდა. წარმოდგენას ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, სსიპ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები დაესწრნენ“,-გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს