„ენა დედაა ერისა“ - არაგვის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
13-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში 14 აპრილისადმი მიძღნილი ვიქტორინა - „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა.
ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. კითხვები შერჩეული იყო ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის საკითხებიდან.
მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და წაიკითხეს ქართული ლექსები. ბოლოს კი გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.
ვიქტორინას ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი მაია გელაშვილი, მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებლები, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
შედეგებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომლის წარმომადგენლები იყვნენ ქართული და მშობლიური ენის მასწავლებლები.
„ღონისძიებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ქართული ენის ცოდნის დონე და მშობელთა ჩართულობა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს