„ნოდარ დუმბაძე მზიანი გულის შემოქმედია“ - შორაპნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-04-2023
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლის მე-7ა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - ნათია ავალიანისა და ეკატერინა აბულაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „ნოდარ დუმბაძე მზიანი გულის შემოქმედია“.
„გაკვეთილზე საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების მცირე ნაწილი კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, ხოლო უფრო მცირე ნაწილს აქვს ნანახი ქართული მხატვრული ფილმები და სპექტაკლები. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე პროექტის განხორციელება. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეები იცნობდნენ ქართველი მწერლების შემოქმედებას, კერძოდ ნოდარ დუმბაძის გამორჩეულ ნაწარმოებებს“,- აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დასძენს რომ, პერსონაჟებისა და მათი იდეების გათავისება, ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაცია, პრეზენტაციის უნარის გამომუშავება და ჩამოყალიბება, სწორედ ამას ემსახურება პროექტი, რომლის ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი -„მე ბებია ილიკო და ილარიონი“.
„ამ პროექტით მოსწავლეები გაიაზრებენ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იუმორს ცხოვრებაში, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას და მწერლის მსოფლმხედველობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს