აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი, გამორჩეული, შედეგზე ორიენტირებული და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს. ისინი არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად კი, მათ წარმატებას ჭადრაკში მიღწიეს.
მოსწავლეებმა თიკო არნანიამ, ნინი მაღლაკელიძემ, ალექსი დავითულიანმა და ამიკო კუხალაშვილმა ჭადრაკში რაიონულ სასკოლო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ინდივიდუალურ ასპარეზობაზე 1-ლი ადგილი - ამიკო კუხალაშვილმა, ხოლო მე-2 ადგილი ალექსი დავითულიანმა დაიკავა.
მათი სპორტის მასწავლებლები თამაზ წულაია და თეიმურაზ მეძველია არიან.
„გილოცავთ ბაშვებო, სკოლა ამაყობს თქვენით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: