„დღე გლოვისა, დღე ზეიმისა“ - ჭივჭავის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„დღე გლოვისა...
9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის დიდ ტრაგედიად იქცა, მაგრამ ამავე დროს ეს დღე ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის ტკივილიანი და მძიმე ღამე და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები: