შთამბეჭდავი მუსიკის გაკვეთილი ნახშირღელის საჯარო სკოლაში - პირველკლასელებმა 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა საინტერესო აქტივობებით გაიაზრეს
13-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში პატრიოტული გაკვეთილი ჩატარდა.

9 აპრილს, სკოლაში მუსიკის გაკვეთილი მიეძღვნა, რომელიც მუსიკის პედაგოგმა - ნატო მიქაბერიძემ პირველ კლასში ჩაატარა. 

გაკვეთილი დაიწყო სიმღერით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.

მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ერთად, მოაწყო 9 აპრილის კუთხე მინაწერით - „დიდება გმირებს“. 

პირველკლასელებმა კუთხე ტიტებით შეამკეს, ასევე გააფერადეს ეროვნული დროშა, ისაუბრეს სამშობლოს სიყვარულზე და მასწავლებლის დახმარებით 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა გაიაზრეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203