კოდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-04-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 9 აპრილთან დაკავშირებით აქტივობა გამართეს. 

სამოქალაქო კლუბის მონაწილე მოსწავლეებმა, თანაკლასელებთან და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სოფელ კოდაში არსებული 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

მოსწავლეები ადგილზე კლუბის ხელმძღვანელთან ანა პაპაშვილთან, ისტორიის პედაგოგ ვიკა დავითაშვილსა და გეოგრაფიის პედაგოგ ლეილა ბაციკაძესთან ერთად იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203