„მათემატიკა არის ანბანი, რომლითაც ღმერთმა აღწერა სამყარო“ - სენაკის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
13-04-2023
სენაკის N7 საჯარო სკოლაში მათემატიკური დღესასწაული მოეწყო.
მათემატიკის კათედრის ხერლმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „მათემატიკა არის ანბანი, რომლითაც ღმერთმა აღწერა სამყარო“.
ღონისძიება ეძღვნებოდა მათემატიკის საერთაშორისო დღეს და მისი მთავარი თემა გახლდათ - მათემატიკის როლი თანამედროვე ცხოვრებაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკით, რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობდნენ VI, VII, VIII, IX კლასებიდან წარმოდგენილი გუნდები.
ღონისძიებას ახლდა მუსიკალური ნომრები, მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ დავალებებს. თითოეულ აქტივობას აფასებდა ჟიური.
გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.
„მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათემატიკა მოსაწყენი ამოცანების ამოხსნაზე გაცილებით მეტია. კაცობრიობის პროგრესი წარმოუდგენელია მის გარეშე“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს