თბილისის N177 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
13-04-2023
თბილისის N177 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ეთმობა.
შესაბამისად სკოლაში აქტიურად აღინიშნება ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაულები, როგორიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.
22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრეს კლასის საათზე მე-6გ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის - ეკატერინე აბზიანიძის ხელმძღვანელობით. მეექვსეკლასელებმა იმსჯელეს წყლის მნიშვნელობაზე, წყლის რესურსის გაფრთხილებასა და დაცვაზე.
პოსტერები მოამზადეს მოსწავლეებმა - ანასტასია მოდებაძემ, მართა-მაგდალენა მაისაშვილმა, საბა ღუდუშაურმა, ანამარია წიკლაურმა, ანასტასია ფხალაძემ, მათე ცნობილაძემ, მათე სიჭინავამ, ანა მამედოვმა, ნინი პოდოპრიგორამ, მარიამ ფხალაძემ, მაიკო კუბლაშვილმა, გია ადუაშვილმა, ზურა მჭედლიძემ, ელენე ბერიშვილმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს