თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა
13-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
სკოლაში კლასებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. ასევე გაიმართა შეჯიბრი ფეხბურთში, რომელსაც პედაგოგი თამარ გორგაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ 6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს