თბილისის N49 სკოლის დირექტორის ორგანიზებით, ტრადიციად ქცეული წინასააღდგომო, საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა
12-04-2023

თბილისის N49 საჯარო სკოლაში დირექტორის ეკატერინე ცაავას ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის თანმდევი სითბო, სიკეთე, თანადგომა და სიყვარული იყო.

ღონისძიების მიზანი, რომელსაც დირექტორი ტრადიციულად, სკოლის მოსწავლეების და მშობელთა თემის თანადგომით, პედკოლექტივის ჩართულიბით, ყოველ წელს სააღდგომოდ ახორციელებს, გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა, უძლურთა და მიუსაფართა სახლზეიში” სტუმრობა იყო.

სკოლის წარმომადგენლები, თავშესაფრის მკვიდრებს ტკბილეულით სტუმრობენ, სურსათ - სანოვაგით უმასპინძლდებიან და სიმღერითა და ცეკვით ყოველდღიურ ყოფას უფერადებენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წელს ამ საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში დირექტორ ეკატერინე ცაავას, დიდი ენთუზიაზმით გვერდში ამოუდგნენ -  მოადგილე ია ჯიქია, მე-12 კლასის დამრიგებელი ნონა შენგელია, ამავე კლასის მოსწავლეები და მშობლები სრული შემადგენლობით.

„ზღვა სიხარული, ბედნიერების სხივი და სიცოცხლის სიყვარული იყო ამ დღის თანმდევი, გვიმრავლოს ნათელი დღეები!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203