სარგვეშის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში გაიმართა
12-04-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში ახალგაზრდული ფესტივალის - „გაზაფხულის ხარაგაულის“ ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში „ერუდიტი” ჩატარდა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. I ტურის გამარჯვებული, საუკეთესო ქულებით, ანასტასია ციცვიძე გახდა. ის ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა.

როგორც სკოლაში ამბობენ, თამაში მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

„ვულოცავთ ანასტასიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მეორე ტურში ღირსეულ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203