პანტნარის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
12-04-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა, დედაენის დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განსაზღვრეს თუ რამდენად ღირებულია ეს დღე ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის.  

ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით, მოზარდებმა საინტერესო პლაკატები დაამზადეს და საკლასო ოთახში გამოფინეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203