„მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭირო უნარები“- ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ტრენინგი გაიმართა
12-04-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამისთვის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

გარდა ამისა, ყურადღება მომავლი თაობის ჩამოყალიბებასაც ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პრაქტიკას შოთა რუსთაველის სახელობის ბსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები - ელისაბედ მამულაძე და მარიამ თავბერიძე გადიან. 

ამჯრად, სტუდენტებმა მე-9 კლასელთათვის უაღრესად საინტერესო ტრენინგი - „მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭირო უნარები“, ჩაატარეს. მათ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხეს და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს. 

ტრენინგმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203