მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ესეების კონკურსში
12-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლას ნიჭიერი და მიზანდასახუელი მოსწავლეები ჰყავს, როლებიც არაერთ პროექტში ერთვებიან.
ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებულ ესეების კონკურსში სკოლის X კლასის მოსწავლე ნინი ჯანაშია და XII კლასის მოსწავლე მარიამ გოროზია მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ნინი ჯანაშიას ესე იყო „საქართველოს გზა დამოუკიდებლობისკენ და ეთნიკური კონფლიქტებით ჩატეხილი ხიდები“. მოსწავლეს I ხარისხის დიპლომი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
მარიამ გოროზიას ესე იყო „საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და მისი მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის“. მას კონკურსში მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის მარტვილის მერიას აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს