„სპორტი გვაერთიანებს“- აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
12-04-2023
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.

ამჯერად, სტარტი აიღო პროექტმა „სპორტი გვაერთიანებს“. პროექტის ფარგლებში, სკოლის მასშტაბით, მიმდინარეობს ტურნირები - ჭადრაკში/შაშში; მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ბადმინტონში, მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში. 

ტურნირის გახსნას კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს სამმართველოს უფროსი გიორგი ბერიანიძე, მთავარი სპეციალისტი შოთა გუტიკაშვილი, ამავე სააგენტოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები, ხოლო სკოლას კი სპორტული ინვენტარი გადასცეს.

პროექტის - „სპორტი გვაერთიანებს“ წარმდგენი სკოლაა, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი - კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო. მისი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, ასევე ცხოვრებაში სპორტის დანიშნულების გაცნობიერება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების გამოუშავება და ფიზიკური ვარჯიშის მიმართ ინტერესის გაღვივებაა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს შორის სხვადასხვა სახეობაში სპორტული შეჯიბრება  რამდენიმე დღეზე გადანაწილდა. პროექტის დასასრულს, საზეიმო დახურვა გაიმართება. გამარჯვებულებს კი თასები და მედლები გადაეცემათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203