
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
1-ელიგ კლასის მოსწავლეებმა, დამირგებელმა - ნესტან თავართქილაძემ და ქართულის მასწავლებელმა - მაია ფევაძემ წაიკითხეს ლექსები და სიმღერები შეასრულეს.
მონაწილეებმა, დედაენის დღეზე და სახელმწიფოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მშობლიური ენის და დამწერლობის ისტორიის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ღონისძიებაში, ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: