
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის ორგანიზატორი ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი იყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები გადაეცათ.
„თაგოს საჯარო მოსწავლეებმა კვლავ ასახელეს სკოლა და დაიკავეს III საპრიზო ადგილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას.
„დირექცია ასევე მადლობას უხდის მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებელ გრიგოლ შანთაძეს გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. მათ წარმატებას კი სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: