ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა „ყვავილებისა და ფერების ფესტივალი“
12-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან.

მათ, გაზაფხულის თემის დამთავრების შემდეგ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახალისო დავალება „ყვავილებისა და ფერების ფესტივალი“, შეასრულეს. მათ თემატური ნამუშევრები დიდი მონოდმებით მოამზადეს - დახატეს, გამოძერწეს და სხვადასხვა მასალა გამოიყენეს. 

მეორეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს და ყვავილებით ირთვება. მოსწავლეებმა, სეზონის შესაბამისად, გაალამაზეს დღევანდელი დღე. დახატეს ნახატები, გამოძერწეს ყვავილები, დაამზადეს ნამუშევრები სხვადასხვა მასალის გამოყენებით.
თითოეული მოსწავლე ხალისით იყო ჩართული აქტივობებში და უნარები და შესაძლებლობები წარმოაჩინა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203