კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე პირველ სემესტრში გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინეს
12-04-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები არაერთ საინტერესო პროექტში ერთვებიან. 

რუსთავში, სიქა-ს ოფისში, სამოქალაქო განათლების პროგრამის სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. მას პროგრამის პარტნიორი თეთრიწყაროს 6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და სამოქალაქოს პედაგოგები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა - ციცი ჩინჩალაძემ და სკოლის თვითმმართველობის წევრმა - სოსო ყელბერაშვილმა პირველ სემესტრში გაწეული მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივად, განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე ახალ სემესტრში  განსახორციელებელი პროექტებიც დაიგეგმა, ღონისძიებამ ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203