თბილისის N39 საჯარო სკოლაში პროექტი  - „ციფრული მოქალაქეობა“ წარმატებით განხორციელდა
12-04-2023

თბილისის N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასებში პროექტი თემაზე - „ციფრული მოქალაქეობა“ წარმატებით განხორციელდა, რომლის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საკითხის გარშემო გააზრებულად და სიღრმისეულად ჩამოაყალიბეს მოსაზრებები.

მათ ასევე კედლის გაზეთი და თემატური პლაკატები შექმნეს.

„მათ შესანიშნავად შეძლეს ინფორმაციის გადმოცემა, სიტყვიერი ინფორმაცია გამდიდრებული ჰქონდათ ფორმატის, სტატიისა და სურათების სახით“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

მოსწავლეთა პედაგოგი თეონა ღრუბელაძე გახლავთ, რომელიც თითოეულ მოსწავლეს პროექტში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

მსგავსი პროექტები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203