თბილისის N143 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „პატარა უფლისწული“ ნახეს
თბილისის N143 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო გასვლითი აქტივობა ეწყობა.ამჯერად, X
1 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დამრიგებლის თამარ გაგნიძის ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრში იმყოფებოდნენ. მათ სპექტაკლი „პატარა უფლისწული“ ნახეს. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
„ეგზიუპერის ნაწარმოები პატარა უფლისწული“, ვფიქრობთ, სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ნამდვილ მარგალიტად. საოცრად ამაღელვებელი ამბავი გვასწავლის არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც სიყვარულს, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და თანაგრძნობას“,- ასეთია ამონარიდი მოსწავლეების ჩანაწერებიდან.
იხილეთ ფოტოები: