„ხეებზე გაკრული ლექსები“ - იანეულის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ემოციური პერფორმანსი მიეძღვნა
12-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, პატრიოტული პერფორმანსი წარადგინეს.

მოსწავლეებმაა გაანალიზეს, რომ 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, გლოვისა და გამარჯვების დღედ. 

პერფორმანსს - „ხეებზე გაკრული ლექსები“, პედაგოგი თამარ ფიფია ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, გაიხსენეს ამ დღის ტრაგიკული მოვლენები, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს მადლობა გადაუხადეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამო ემოციებით იყო დატვირთული.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...