ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
ამ დღისადმი მიძღვნილ კამპანიას მე-7ბ კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ია ჩადუნელი, სკოლის ფსიქოლოგი ნათია თურქაძე და სპეციალური განათლების სპეციალისტები - ჯილდა გელაშვილი და მერი კორკოტაძე შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფილმს უყურეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ღონისძიება საინტერესოდ, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
„მადლობა მე-7ბ კლასის მოსწავლეებს და მათ კლასის ხელმძღვანელს - ია ჩადუნელს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების თანადგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: