თბილისის N191 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
12-04-2023
თბილისის N191 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო გასვლითი აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, გასვლითი გაკვეთილი Vბ კლასის მონაწილეობით გაიმართა. ისინი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. აქტივობაში უდიდესი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, გარემო დაათვალიერეს, ექსპონატებს გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების საცხოვრებელი სახლების მაკეტები წარადგინეს.

გასვლითმა აქტივობამ საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებს მასწავლებლები - დიანა ნიკოლაევა, რუსუდან კობლიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203