გუმათის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
12-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლას ნიჭიერი, ბეჯითი და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებს შორის, ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა, აქტივობის ხელმძღვანელები დ. ფირცხალავა და მ.კაკუშაძე იყვნენ.

მოსწავლეები ორ გუნდად დაიყვნენ, ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობის მიზანი სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა.

„მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერვნენ შეჯიბრში და გამოავლინეს მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203