ლიის თემის N2 საჯარო სკოლში 9 აპრილთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
12-04-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

მისი ფასილიტატორები - ქართული ენის მასწავლებელი შორენა კვირკვია და ისტორიის მასწავლებელი ლელა ლუკავა იყვნენ, მუსიკალური ნაწილი ლანა კაკაჩიას ეკუთვნოდა, ხოლო ტექნიკური მხარე მაია ფიფიამ უზრუნველყო.

მოსწავლე-მასწავლებლებმა ანთებული სანთლებით დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და თითოეულის სახელი და გვარი გააჟღრეს. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, რამოდენიმე სიმღერა შეასრულეს, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში პირველი პრეზიდენტის როლზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203