„დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ - მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება ნახშირღელის საჯარო სკოლაში
12-04-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში არაერთი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის აღსანიშნავია ღონისძიება- „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“, რომელიც IV კლასში მოეწყო და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას, პედაგოგი მაია ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, დედებსა და აღმზრდელ პედაგოგებს, გაზაფხული და დედის დღე მრავალფეროვანი წარმოდგენით მიულოცეს.

პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსებითა და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ბავშვებს წარმოდგენილი ჰქონდათ კომპოზიციები გაზაფხულის თემაზე, ასევე მისალოცი ბარათები და სხვადასხვა ნაკეთობები, რომლებითაც ღონისძიების ბოლოს დედები და პედაგოგები დაასაჩუქრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203