„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“- პატრიოტული ღონისძიება გორისციხეს საჯარო სკოლაში
12-04-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში, 9 აპრილს, ემოციური ღონისძიება მიეძღვნა, სახელწოდებით - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.

ისტორიის პედაგოგის, ირმა სუჯაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მსმენელებს შეახსენეს 9 აპრილის ორი ისტორიული მნიშვნელობა.

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში, ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.

რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მათ მიერ შექმნილი კედლის გაზეთები წარადგინეს, ტრაგიკული დღის კადრები სლაიდებით გააცოცხლეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და 9 აპრილის ჰიმნად ქცეული სიმღერა შეასრულეს.

როგორ სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება ძალიან ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203