„ვიცი, გიზიარებ“ - ტრადიციად ქცეული საინტერესო ღონისძიება საერო სკოლა „ფარნავაზში“
13-04-2023

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ დიდი ოჯახს ბევრი კარგი ტრადიცია აქვს.

მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება - „ვიცი, გიზიარებ“, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და გაზიარების მიზნით იმართება.

ამჯერად, თანატოლების წინაშე, მოსწავლე ნიკა კაიკაციშვილი წარდგა, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებითაა დაჯილდოებული.

მოსწავლე აუდიტორიის წინაშე ქართული ხალხური სიმღერებით წარდგა და მაყურებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თავიანთი გამოცდილების თანატოლებისთვის გაზიარებას.

სკოლაში, მოსწავლეებს, ცოდნისა და შემოქმედების გაზიარებისთვის მადლობას უხდიან:

„მადლობა ნიკუშ, საბა, მართა…“.

იხილეთ ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203