თბილისის N6 სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, მოხუცთა პანსიონატს ესტუმრნენ
12-04-2023

თბილისის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან დღესასწაულს აქტიურად აღნიშნავენ, ისინი ასევე მონდომებით არიან ჩართულნი საქველმოქმედო პროექტებსა და აქციებში. 

მოსწავლეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან. ისინი საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან და საქველმოქმედო აქციებს აწყობენ. 

„დაიწყო ჩვენს დიდ ოჯახში წინასააღდგომო ფუსფუსი - თავს იწონებენ მოსწავლეები თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრებით“, - ამბობენ სკოლაში. 

სწორედ ამ ნამუშევრებით,  სურსათითა და ტკბილეულით მოსწავლეები პროექტის - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, მოხუცთა პანსიონატს -  „ჩემი ოჯახი“ ესტუმრნენ.

მათ აღნიშნული საჩუქრებით მხარდაჭერა გამოუცხადეს მოხუცებს.

„მადლობას ვუხდით სკოლის ყველა მოსწავლეს და მათ მშობლებს თანადგომისთვის და პროექტის ავტორს - ბატონ ზურაბ მაჭავარიანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203