თბილისის N136 სკოლის პირველკლასელებისთვის მთაწმინდის პანთეონსა და დედაენის ბაღში გასვლითი გაკვეთილი მოეწყო
12-04-2023

თბილისის N136 საჯარო სკოლის პირველკლასელებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

7 აპრილს, დამრიგებელმა, ლალი აკობიამ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან და 1-ელი კლასის მოსწავლეებთან ერთად გასვლითი გაკვეთილი მოაწყო, მთაწმინდის პანთეონსა და დედაენის ძეგლთან.

ბავშვებმა, გამოჩენილ მამულიშვილთა საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას  პატივი მიაგეს.

მოზარდები, დიდი ინტერესით უსმენდნენ მასწავლებლებს, რომლებმაც მათ წარსულის საინტერესო ისტორიები უამბეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებზე, ავალიშვილის, ამაშუკელის და სხვათა ქანდაკებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებს მამა დავითის ტაძარში დანთებულმა სანთლებმა, კიდევ უფრო გაუთბო გულები და სიწმინდეებისაგან გადმოღვრილი მადლით დატვირთულნი დედაენის ბაღს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა, გაიხსენეს დედა ენის ავტორი, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე და დედა ენის მნიშვნელობაზე. წარმოთქვეს სხვადასხვა პოეტის ლექსები და სიმღერები შეასრულეს, შინ კი ბედნიერები და კმაყოფილები დაბრუნდნენ.

„მოსწავლეებმა უნდა გაითავისონ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების აუცილებლობა, გაიგონ და დაიმახსოვრონ ისტორიები იმ სახელოვან წინაპრებზე, ვისი დამსახურებითაც შემოვინახეთ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი მთავარი, მშობლიური ენა.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?…“, - აღნიშნავენ სკოლაში.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203