„ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ!“- დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბმა „საფიხვნო“ კონფერენცია გამართა
12-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ, სასწავლო პროცესი კი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, სკოლის კლუბის - „საფიხვნო“ წევრებმა კონფერენცია - „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ!“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მათ საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს ქართული ენის ისტორიას, განვითარებასა და მნიშვნელობას. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს