საყუნეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს კვირეული მიეძღვნა
12-04-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, ისტორიის მასწავლებლების - ფატი თაბუნიძისა და დიანა ვედიაკოვის ორგანიზებით, X და XI კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი პრეზენტაციები მოაწყვეს.

პრეზენტაციები მოსწავლეებმა, საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან მოვლენებს შესახებ და იმ ისტორიულ პიროვნებებზე მოამზადეს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში.

საპრეზენტაციო თემები გახლდათ: ვახტანგ გორგასალი, მეფე დავითი და თამარი, ერეკლე მეორე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება 1918 წელს და 1989 წლის 9 აპრილი.

მოსწავლეებმა, საქართველოს ისტორიაში, გარდამტეხ ფაქტებზე, 9 აპრილის მოვლენებზე და თავიანთ დამოკიდებულებებზე ისაუბრეს.

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა კი, ჯერ 9 აპრილთან დაკავშირებით მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მოისმინეს, შემდეგ საინტერესო ჩანახატები შექმნეს, სადაც საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება და ემოციები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ჩანახატების პრეზენტაცია გამართეს, შემდეგ კი კლასში გამოფინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203