„კონფლიქტები და მათი მართვა“ - თბილისის N208 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
12-04-2023

თბილისის N208 საჯარო სკოლაში, საინტერესო და ინფორმაციული ხასიათი სასკოლო პროექტი - „კონფლიქტები და მათი მართვა“, განხორციელდა.

პროექტი 10 აპრილს ჩატარდა, მე-11 და მე-10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და პედაგოგების - ირინა ინჯგიას და ნანა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეანალიზებინათ რა სახის კონფლიქტები არსებობს სახელმწიფოებს შორის და რას გამოიწვევს მათი გადაწყვეტა იარაღის კონკრეტულად ბირთვული იარაღის გამოყენებით.

მონაწილეებმა მოცემული თემა დაუკავშირეს ფიზიკის მნიშვნელოვან ნაწილს -ატომურ ფიზიკას და შეაფასეს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებში ატომური იარაღის გამოყენების სავალალო შედეგები.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც კლასში, ასევე ონლაინ ფორმატით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაცია მე-11 კლასში გაიმართა, გაიმართა იაპონიის ატომური იარაღით დაბომბვის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება, ასევე მოსწავლეებმა ნახეს ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებით გამოწვეული კატასტროფის კადრები.

მოსწავლეებმა პროექტის შინაარსი გაიაზრეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ კონფლიქტების მოგვარება ყოველთვის საჭიროა მშვიდობიანი მეთოდებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203