თხინვალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით, აქტივობები განახორციელეს.
მათ კედლის გაზეთი შექმნეს, მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელი სოფიო ცერცვაძე 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრა. მეათეკლასელებმა წუთიერი დუმილით სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფლის ცენტრში განთავსებული 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს