ქუთაისის N12 სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს
12-04-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები ეწყობა. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ერთვებიან.
ამჯერად, VIIIბ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობითა და მუსიკის პედაგოგ რუსუდან აბაშიძის ჩართულობით, გიორგი ლეონიძის მოთხრობის საფუძველზე შექმნილი სპექტაკლი - „მარიტა“, წარადგინეს.
მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, როლები გაინაწილეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სათქმელი თითოეულ ადამიანამდე მიიტანეს.