ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
12-04-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 1991 წლის 9 აპრილს, ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის დათუნა გოქაძის ხელმძღვანელობითა და XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო.

მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომელიც წინ უძღვოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

„34 წლის წინ, ბარ-ნიჩბებით, ერთბაშად და გამეტებით იღვრებოდა ირგვლივ მყოფთა სისხლი გაზაფხულის მიწაზე... ჰაერში მოტკბო-მომჟავო სურნელი იდგა - მიწის და სისხლის სუნი ერთად, უფრო სწორად მიწისთვის გაღებული სისხლის სუნი...“, - აღნიშნეს ღონისძიებაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ ის ეროვნული გმირები, რომელთა თავგანწირვის წყალობით საქართველომ მოიპოვა ასე ნანატრი თავისუფლება.

მოსწავლეებმა. ასევე ისაუბრეს იმ ეროვნულ ლიდერებზე, რომლებმაც განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხში.

საზოგადოებამ მოისმინა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II მიმართვა.

ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებმა, შეასრულეს სიმბოლოდ ქცეული სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203