ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების - „სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმი, ტყუპები“, პრეზენტაცია წარადგინეს.
მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახასისხეს, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს, ამომწურავად ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ყველას მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.