ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ, მათ შორის, სპორტულ აქტივობაშიც ერთვებიან. ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებ და ცდილობენ, რომ თავადაც შესაბამისად იმოქმედონ.
ამჯერად, ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრება გეზრბენში (ამანათრბენი) გაიმართა. მასში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გააატრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და სამახსოვრო ფოტოები გადიღეს.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე ადგილი დაიკავეს. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
„ვულოცავთ და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: