„სპორტული ქალაქი ოლიმპო“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ორთვიანმა პროექტმა აიღო სტარტი
12-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეული, მასშტაბური და საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სტარტი 2-თვიანმა პროექტმა „სპორტული ქალაქი ოლიმპო“, აიღო. 

აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად კი, საგანგებო სტენდი და მარათონი გაიმართა. ველოსიპედებითა და ფეხით მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წყალტუბოს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 კილომეტრამდე მანძილი დაფარეს. წყალტუბოს სპორტის სასახლესთან მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

მარათონი ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, დაგეგმილია მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები. ამ პროექტის მიზანი კი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის ხელშეწყობაა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203