ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ბერუაშვილის ხელმძღვანელობით, დედებს სიმღერები და ლექსები მიუძღვნეს.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, საინტერესო აქტივობები გამართეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, მშობლები გაახარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინტერესო ღონისძიება სკოლაში ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:




 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203