
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის ქართული ენის გაკვეთილზე, სხვდასხვა აქტუალური თემების შესახებ პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
საპრეზენტაციო თემები იყო - ეკოსისტემა, ჯანსაღი კვება, გარემოს დაცვა და კულტურული მრავალფეროვნება.
აღსანიშნავია, რომ მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მათ მიერ მომზადებული თემები საინტერესოდ წარმოადგინეს.
ასევე ბავშვებმა, მოსაზრებები და რჩევები თანაკლასელებს გაუზიარეს, დასახეს ამ პრობლემების გადაჭრის გზები დასახეს.
პრეზენტაციას, სკოლის დირექტორი და კონსულტანტ-მასწავლებელი ესწრებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, რადგან მონაწილეებმა, აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის მიზნები დასახეს.
„ვფიქრობ, პროექტებით სწავლება დაეხმარება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაში და თანამშრომლობით სწავლებაში“,- აღნიშნავს პედაგოგი რუსუდან მელიქიძე.
იხილეთ ფოტოები: